JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

  

მასაჟი

მასაჟი ბერძნული სიტყვაა და ,,ზელვას’’, ,,სრესას’’ ნიშნავს. იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის.

მასაჟის ხელოვნება ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ეგვიპტის, რომის, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უძველესი წყაროებიდან არის ცნობილი. ძველად მასაჟი, თითქმის, პანაცეა იყო: სხვადასხვა დაავადებების გარდა გველის ნაკბენზეც კი ამ მეთოდს იყენებდნენ. მასაჟის ხელოვნებას უძველესი ტომებისა, თუ დიდი სახელმწიფოების ექიმები, ერთმანეთისგან ,,სესხულობდნენ’’, სრულყოფდნენ და ამკვიდრებდნენ.

მასაჟის სახეები და კლასიფიკაცია

არსებობს მასაჟის 4 ძირითადი სახე- მაგრამ მიუხედავად ასეთი დაყოფისა მათი გარჩევა ძალიან რთულია. მაგალითად, განსხვავება ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს შორის თეორიულად უფრო მეტია, ვიდრე პრაქტიკულად.

ჰიგიენური (პროფილაქტიკური), სამკურნალო, სპორტული, კოსმეტიკური, სეგმენტურ-რეფლექტორული და ..

სამკურნალო მასაჟი გამოიყენება როგორც მკურნალობის პროცესში, აგრეთვე რეაბილიტაციის ფაზაშიც. სამკურნალო მასაჟის მეშვეობით ხდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა :

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის

  2. ნერვული სისტემის

  3. საყტდენ-მამოძრავებელი სისტემის

  4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის

  5. სასუნთქი გზების ( პერკუსიული მასაჟი)

  6. გინეკოლოგიური დაავადებები

  7. უროლოგიური დაავადებები

  8. ნივთიერებათა ცვლის მოშლა

არჩევენ მასაჟის შემდეგ სისტემებს : შვედური, ფინური, აღმოსავლური და კლასიკურიარსებობს მასაჟის სხვადასხვა სახე. სახეებში იგულისხმება მასაჟის ჩატარების სხვადასხვა ტაქტიკაშესრულების მიცედვით იყოფა: ხელით და აპარატით. მიღების მიხედვით: ადგილობრივი და ზოგადი.

რაც შეეხება დანიშნულების მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სამკურნალო, ჰიგიენური, კოსმეტიკური, სპორტული, რეფლექტორული, საბავშვო და აგრეთვე თვითმასაჟი.
მასაჟი ორგანიზმზე მრავალგავარ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს: სხეულში სასიამოვბო სითბოს შეგრძნებას, გუნება-განწყობილებისა და ტონუსის მომატებას. ხოლო მის არასწორ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს საერთო სისუსტე, უარყოფითი შეგრძნებები და ადგილობრივი რეაქციები.

მასაჟი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე, კანსა და კუნთებზე, საოფლე ცხიმოვან ჯირკვლებსა და ნერვულ სისტემაზე.

მასაჟის ფიზიოლოგიური ცვლილებები კანზე:
კანი სუფთავდება ეპიდერმისის რქოვანასა, უცხო ნაწილაკებისა (მტვერი და სხვ.) და მიკრობებისგან;
უმჯობესდება ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციები;
აქტიურდება კანი, ლიმფა და სისხლის მიმოქცევა;
ძლიერდება სისხლის მომარაგება და შესაბამისად, უმჯობესდება მისი კვება - მშრალი, უფერო კანი ვარდისფერი, ხავერდოვანი ხდება;
ძლიერდება კანისა და კუნთების ტონუსი, რაც კანს გლუვს, მკვრივს, პლასტიურსა და ელასტიურს ხდის.
მასაჟის მოქმედება კანქვეშა-ცხიმოვან ფენაზე
ცხიმოვან ქსოვილზე მასაჟი ლოკალურად კეთდება;
ამაღლებს რა გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, აძლიერებს ცხიმის გამოყოფას ცხიმოვან დეპოდან, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, რომლებიც, დიდი რაოდენობით არის ცხიმოვან უჯრედში;
გასახდომი მასაჟი ხანგრძლივ პროცედურას წარმოადგენს (მინიმუმ 15 სეანსი).

მასაჟის ზემოქმედება კუნთებსა და სახსრებზე

ელასტიურობას უბრუნებს კუნთებს, უფრო ნელა ვითრდება კუნთის ატროფია (დაპატარავება) და მცირდება უკვე დაწყებული ჰიპოტროფია (გადგვარება, ფუნქციური უკმარობა);
გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის მერე კუნთს ემატემა შრომისუმარიანობა;
ხანმოკლე მასაჟის შემდეგაც კი (3-5 წუთი) სწრაფად აღდგება დაღლილი კუნთის ფეუნქცია, ვიდრე მაშინ როდესაც 20-30 წუთის განმავლობაში დასვენებულია;
კარგად მოქმედებს სახსრებზე- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
მასაჟის ზემოქმეება ნერვულ სისიტემაზე
ნერვული სისტემა პირველი აღიქვამს მასაჟს იმდენად რამდენადაც კანში დიდი რაოდენობით არის ნერვული დაბოლოებები;

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მდგომარეობის ნორმალიზებას.

  • რეფლექსოთერაპია;

  • ზურგის და ხერხემალის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი.

  • კისრის სამკურნალო მასაჟი.

  • სახის სამკურნალო მასაჟი

  • ქვედა კიდურების(ფეხების) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი.

  • ხერხემლის პათოლოგიები- სქოლიოზი,კიფოზი,ლორდოზი.

  • ხერხემლის პათოლოგიები-ოსტეოხონდროზი,რადიკულიტი.

  • გასახდომი მასაჟი(მასაჟი ჭარბი წონიანებისთვის)

  • სარელაქსაციო მასაჟი.

  • ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია. (პოსტოპერაციული)