JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   ვიაჩესლავ ევმინოვი — ხერხემლის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდიკის ავტორი, სპეციალური ტრენაჟორის - ევმინოვის პროფილაქტორის გამომგონებელი.

   კიევის ვერტებრალურ - გამაჯანსაღებელი ცენტრის პრეზიდენტი.

   სპორტულ კლუბ "იუკას" პრეზიდენტი.

   უკრაინის აკადემიური ნიჩბოსნობის პირველი პრეზიდენტი.

   უკრაინის დამსახურებული ტრენერი.

   ვიაჩესლავ ევმინოვი - უკრაინის აკადემიური ნიჩბოსნობის დამსახურებული ტრენერი. როგორც ყოველი ადამიანი დიდ სპორტში, ის არაერთხელ დამდგარა ხერხემლის პრობლემების და სხვა სპორტული ტრავმების წინაშე. დღეს უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი მეთოდიკის შექმნისკენ მას პირადმა უბედურებამ უბიძგა — ხერხემლის სერიოზული ტრავმა და ოპერაციის პერსპექტივა შედეგით 50% - 50% -ზე. ან დარჩენილიყო ინვალიდი ან ეცხოვრა სრულფასოვანი ცხოვრებით.

   "მე არ მშველოდა არაფერი. გამოვცადე საკუთარ თავზე მედიცინის პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა, რომელსაც დღეს გვთავაზობენ ხერხემლის სამკურნალოდ. ოპერაციაზე, რომელიც მთავაზობდა შედეგს 50% - 50% -ზე, უარი ვთქვი. და მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავს მხოლოდ მე შემიძლია დავეხმარო."

   მან ყური მიუგდო საკუთარ ორგანიზმს და ფრთხილად აკეთებდა ნაბიჯს ნაბიჯზე, დაიწყო სპეციალური ვარჯიშების შერჩევა ხერხემლის კუნთებისთვის, რომლებსაც ასრულებდა დაწოლილი, რადგანაც ვერტიკალურ მდგომარეობაში ხერხემლის კუნთების დაძაბვას მიჰყავდა მალებზე დაწოლის ზრდისკენ და მისი სიმაღლის შემცირებისკენ. ის ხვდებოდა რომ ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიშების გამოყენება დაზიანებულ ხერხემალზე შეუძლებელი იყო. აუცილებელი იყო მისი განტვირთვა. წარმოიშვა იდეა დახრილი სიბრტყის გამოყენებისა. იდეის ავტორმა დაიწყო მოძრაობებისა და ხერხემლის განტვირთვის მონაცვლეობა დახრის სხვადასხვა კუთხით, დატვირთვის დოზების დაზუსტება, ვარჯიშების ეფექტურობის ანალიზი, უსადაგებდა სხვადასხვა საწყის მდგომარეობებს, ამპლიტუდას და მოძრაობების რაოდენობას, რითაც დაიწყო გაცვლითი პროცესები და ხერხემლის კუნთების გამაგრება. განუწყვეტელმა მუშაობამ საკუთარ თავზე გამოიწვია სავარჯიშო ინსტრუმენტის სრულყოფა, რაც აისახა სპეციალური ტრენაჟორის გახსნაში — ევმინოვის პროფილაქტორი.

   ძიებისა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ბრძოლის შედეგად წარმოიშვა ახალი სამედიცინო კინეზოთერაპიის მეთოდი, რომელიც დაეხმარა ვიაჩესლავ ევმინოვს წამლებისა და ოპერაციის გარეშე სამუდამოდ განკურნებულიყო ხერხემლის უმძიმესი ტრავმისგან, დაბრუნებულიყო სრულფასოვან ცხოვრებასთან, გამხდარიყო წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად.

   ახლა ევმინოვის მეთოდიკა დაპატენტებული და დამტკიცებულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, აღიარებულია უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ და რეკომენდებულია სხვადასხვა პროფილის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებში, სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში, საწარმოებში და სახლში გამოყენებისთვის. უკვე მრავალი წელია ევმინოვის მეთოდიკა ეხმარება ხალხს და სულ უფრო მეტად ცნობილი და აღიარებული ხდება მთელს მსოფლიოში.