JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

 რევაზ ჭაღალიძე  სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილატაციო ცენტრი შპს „ვიტა“ გაიხსნა არც თუ ისე დიდი ხანია სადაც ხდება ყოველგვარი მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე, სრულიად ჯანსაღი წესით მკურნალობა.

   უკვე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც გვაქვს ფილიალები, ასე რომ, ყველა ჩვენ პაციენტს აქვს საშუალება კონსულტაციის და დანიშულების შემდეგ გააგრძელოს მკურნალობა თავის მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა ყველა მუნიციპალიტეტბშიც გვყავს ევმინოვის ცენტრის სპეციალისტებისგან გადამზადებული მეთოდისტები.

   საინტერესოა ალბათ ისიც თუ სადან გაჩნდა იდეა ევმინოვის ცენტრის ფილიალის დაფუძნება ბათუმში. 4 წლის წინ მე პირადდად რევაზ ჭაღალიზეს მქონდა ძალიან მწვავე ტკივილები წელის არეში რომელიც გადავიდა ქვედა მარცხენა კიდურზე, ერთი სიტყვით გადაადგილებაც აღარ შემეძლო, რა თქმა უნდა ვმკურნალობდი სხვადასხა მედიკამენტების საშუალებით, გავიკეთე 4-ჯერ ბლოკადა, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა მხოლოდ დროებითი, ტკივილები კი ტკივილებად დარჩა. რის შემდეგაც გადავიღე ტომოგრაფია და აღმოჩნდა მე-3 მე-4 მალებს შორის 0,8 სმ-ნი თიაქარი, მივმართე ნეირო ქირურგს, რომელმაც დამინიშნა სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ რატომღაც პირადი გადაწყვეტილებით თავი შევიკავე ოპერაციისგან, რის შემდეგ ინტერნეტის საშუალებით მოვიკვლიე ინფორმაცია ევმინოვის ცენტრის შესახებ კიევში, სადაც სრულიად ჯანსაღი წესით განვიკურნე. დღეს უკვე მე-5 წელია და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. იმ დროისთვის ევმინოვის ცენტრს ჰქონდა სულ რაღაც 42 ფილიალი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მაგრამ ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც. ამის შემდეგ ის რაც საკუთარ თავზე გამოვცადე გამიჩნდა იდეა, რომ ასეთივე ფილიალი გამეხსნა საქართველოშიც და ასეც მოვიქეცი დღეს ქ.ბათუმში არის ევმინოვის ცენტრის ფილიალი სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შპს „ვიტა“. ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდმა ბევრი ჩვენი თანამემამულეც გადაარჩინა ოპერაციას და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.