JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

თიაქარი   ხერხემლის თიაქარი, ანუ მალებს შორის თიაქარი სამწუხაროდ ძალიან ხშირი დაავადებაა.თიაქარის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები: ასე, ამ პრობლემის წარმოშობის შიდა მიზეზებს მიეკუთვნება მალებს შორის დისკოს დაძვრა. ამის შედეგად ზურგის ტვინზე, სისხლძარღვებზე და ნერვებზე ხდება დაწოლა. ასევე, მეტად ხელისშემწყობი ფაქტორები ხერხემლის თიაქარის წარმოშობისთვის არის — ინფექციური პროცესები, რომლებიც აზიანებენ ზურგის ტვინს, ოსტეოქონდროზი, გაცვლითი პროცესების დარღვევა ორგანიზმში, შემაერთებელი ქსოვილების დაავადება. საშიში შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ცვლილებები, რომლებიც მომდინარეობს ხერხემალში.

   გარე მიზეზები, რომლებიც იწვევენ მალებს შორის თიაქარს — ეს ტრავმატული დაზიანებებია, რომლებიც წარმოიქმნება ძლიერი დატვირთვების შედეგად, ასევე ქრონიკული ფაქტორები, როგორც ტანის არასწორად დაჭერა.

  ქსოვილები, რომლისგანაც შედგება მალებს შორის დისკო, კარგავენ ელასტიურობას და წარმოიქმნება გამონაბორცვი — თიაქარი, რომელიც იწყებს მიწოლას ზურგის ტვინზე, სისხლძარღვებზე და ნერვულ დაბოლოებებზე. ჩნდება ტკივილი და ირღვევა იმ შინაგანი ორგანოების მუშაობა, რომელთა ინერვაციასაც არღვევს თიაქარი. თიაქარის ლოკალიზაციის ადგილი და ზომა მოქმედებს კლინიკურ სურათზე და სიმპტომების სიმძიმეზე.

   ხერხემლის თიაქარი 90% შემთხვევებში ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა პლიუს ფიზიოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა. მნიშვნელოვანია არა მარტო ტკივილის მკურნალობა, არამედ მისი გამომწვევი მიზეზები.

    კლინიკა "ვიტა"-ში შემუშავებულია რიგი პროგრამები მალებს შორის თიაქარის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის, ასევე რამდენიმე ვარჯიში ტკივილის მოსახსნელად. ევმინოვის პროფილაქტორზე სამკურნალო ვარჯიშების ყოველდღიური შესრულება დაიცავს თქვენს ხერხემალს.