JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   144ცხოვრების დაძაბული რითმი და ჯანმრთელი ზურგი — როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად?

   მთელი დღე სამსახურში - დახლთან დგომა, კომპიუტერთან თუ ავტომობილის საჭესთან ჯდომა; ზურგის დაღლილობა და ტკივილი. ეს პირდაპირი გზაა ხერხემალში დარღვევებისკენ და მთელი ორგანიზმის ავადმყოფობისკენ. როგორ ავიცილოთ პრობლემა და მოვირჩინოთ ტკივილი ზურგში?

   ცხოვრების დაძაბული რითმი ხშირად არ გვიტოვებს დროს იმაზე რომ დავფიქრდეთ: რატომ ბრუნდება ყოველთვის ტკივილი ზურგში? მიზეზი — არარეგულარული და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, ხერხემალი, ზურგის კუნთები ითხოვენ ზომიერ, მაგრამ მუდმივ დატვირთვებს. ხოლო თანამედროვე ცხოვრების პირობებში ბევრს ამაზე უბრალოდ დრო არ რჩება. იძულებითი ნაკლებად მოძრავი რეჟიმი იწვევს ზურგის ღრმა კუნთების დასუსტებას, რომელთაც უკავიათ ხერხემალი. როდესაც კუნთების დახმარება სუსტდება — წარმოიქმნება სქოლიოზი, მალები გადიან გვერდზე — წარმოიქმნება არასტაბილურობა, დისკოები დეფორმირდება — წარმოიშობა მალებს შორის თიაქარი და პროტრუზია.

   სამუდამოდ ავირიდოთ ყველა ეს პრობლემა მალამოების, ნემსების და აბების მეშვეობით, შეუძლებელია. ხერხემალს ხომ არა მარტო ტკივილის გაყუჩება სჭირდება, არამედ აღდგენაც. სწორედ ეს წარმოადგენს ევმინოვის მეთოდიკის მთავარ განსაკუთრებულობას, რომლის საფუძველში დევს კინეზოთერაპია, ანუ სამკურნალო ფიზკულტურა. მეთოდიკა წარმოადგენს ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ვარჯიშები სრულდება ევმინოვის პროფილაქტორზე, რომელიც ადვილად შეიძლება განთავსდეს ძალიან პატარა ბინაში, ოფისში ან სამუშაო კაბინეტში.

   ვარჯიშები ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით საკმარისია შესრულდეს დღეში ერთი-ორჯერ, რომ არა მარტო გადაიჭრას ხერხემლის დაავადების პრობლემა, არამედ გაძლიერდეს ზურგის ღრმა კუნთები და შეიქმნას კუნთოვანი კორსეტი, რომელიც იკავებს ხერხემლის ღერძს.

   ტკივილი ზურგში და კისრის, მკერდის ან წელის ნაწილის ოსტეოქონდროზის პრობლემის მიზეზები — უბრალოდ სამუდამოდ მიდიან.

   ევმინოვის პროფილაქტორი — უნივერსალური ტრენაჟორი მთელი ოჯახისთვის:

  • მამისთვის არის საშუალება შეასრულოს ძალისმიერი ვარჯიშები და იყოს სულ ფორმაში — სპორტდარბაზი კვადრატულ მეტრზე.
  • დედამ ნებისმიერი თავისუფალი წუთი შეიძლება დახარჯოს ვარჯიშებზე კომპლექსიდან "აღნაგობა, წონის დაკლება და ლამაზი ფიგურა"
  • ბავშვებისთვის — პროფილაქტორზე ვარჯიშები მისცემთ მათ სწორ აღნაგობას, დაიცავენ სქოლიოზისგან და დაეხმარებათ სიმაღლეში ზრდაში.
  • სულ პატარებისთვის — ეს შესანიშნავი სათამაშო მოედანია, რომელიც დროთა განმავლობაში გახდება მათი საყვარელი ადგილი ფიზიკური ვარჯიშების შესასრულებლად.
  • პაპებისთვის და ბებიებისთვის — მოიცილებენ ტკივილებს ზურგში და შეინარჩუნებენ ჯანმრთელობას მრავალი წლით.