JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   რადიკულიტს უწოდებენ მწვავე ანთებით პროცესს ნერვული განშტოებების არეში. მწვავე ტკივილები აღინიშნება ნერვული განშტოებების გასწვრივ მიმდებარე ქსოვილებში. ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ რადიკულიტის სხვადასხვა ფორმებს.

   144რადიკულიტი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ხერხემალში ცვლილებების გამო. ოსტეოქონდროზული დეგენერატიული დარღვევები მალებს შორის დისკოებში — რადიკულიტის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. წელის რადიკულიტს, რომელიც აზიანებს ნერვული განშტოებების ყველაზე დიდ გროვას, ეწოდება იშიასი.

   ანთებითი პროცესი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული რემისიებისა და გამწვავებების პერიოდებით.

   რადიკულიტის სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სქემები:

  • მედიკამენტოზური მკურნალობა
  • სამკურნალო ფიზკულტურა
  • ფიზიოთერაპია
  • ხალხური საშუალებები

   რადიკულიტის ძირითადი მიზეზის - ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ კლინიკა "ვიტა"-ში შემუშავებულია სამკურნალო ფიზკულტურის კომპლექსი — ვარჯიშები ევმინოვის პროფილაქტორზე. სამკურნალო პროგრამის დასრულებისას პროფილაქტიკურ-მხარდამჭერ პროგრამაზე გადასვლით, შესაძლებელია სამუდამოდ განიკურნოთ რადიკულიტი და მისი გამომწვევი მიზეზები.