JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

61   ხერხემლის სეგმენტის არასტაბილურობა (დისკოების გადანაცვლება) - ოსტეოქონდროზის განვითარების მე-2 სტადიაა.

   ის იწყება ბზარების წარმოქმნით დისკოს ფიბროზულ რგოლში. ხერხემალი კარგავს მისთვის ადრე დამახასიათებელ მდგრადობას, მალებს შეუძლიათ დაცურდნენ ერთი მეორესთან მიმართებით. მედიცინაში ასეთმა "დაცურებამ" მიიღო სახელი - სპონდილილოსტეზი - ჭეშმარიტი ან ცრუ. კლინიკურად ის ვლინდება ტკივილის წარმოქმნაში, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური (ადგილობრივი) ან ირადირებადი (გადამცემი) საჯდომი ნერვის მიმართ ნერვული განშტოების გაღიზიანებით ან მის გარეშე. ხერხემლის არასტაბილურობა - ტკივილების წარმოქმნა ზურგში მცირე ყოფითი დატვირთვებისას. როდესაც ასეთი მდგომარეობა რთულდება კიდევ ხერხემლის რომელიმე სეგმენტის მოძრაობით, მაშინ ტკივილი შესაძლებელია ამას გარდა აისახოს ხელში ან ფეხში.

   სეგმენტური არასტაბილურობა - ერთერთი ყველაზე ადრეული ფუნქციონალური გამოვლინებაა დისკოს დეგენერაციის (დარღვევის).

   არასტაბილურობა შეიძლება განისაზღვროს მრტ სურათებზე და ფუნქციონალურ რენტგენოგრამებზე.

   ძირითადი მკურნალობა — ზურგის კუნთების გაძლიერება.

   ოსტეოქონდროზის მკურნალობა პირველ რიგში მიმართულია იმისკენ, რომ დამარცხდეს ტკივილი. შემდეგ საჭიროა მოწესრიგდეს ყველა იმ ქსოვილის სწორი კვება და სისხლით მომარაგება, რომელიც გარს ერტყმის ხერხემალს, და გაძლიერდეს ზურგის ღრმა კუნთები.

   ევმინოვის მეთოდიკა - ეს კინეზოტერაპიაა - მკურნალობა მოძრაობით, სწორედ იქით არის მიმართული, რომ განიკურნოს ოსტეოქონდროზის განვითარების ყველა ნეგატიური შედეგი.

   ევმინოვის პროფილაქტორზე სპეციალური ვარჯიშების ყოველდღიურად შესრულებით თქვენ შესძლებთ არასტაბილურობის განკურვნას და ოსტეოქონდროზის დამარცხებას.