JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

303   მალებს შორის დისკოს პროტრუზია წარმოიქმნება, როგორც ოსტეოქონდროზის განვითარების შედეგი — ზურგის ღრმა კუნთები სუსტდება, დისკოს ქსოვილები კარგავენ დრეკადობას და ხდება დეფორმაცია — გამობურცვა. ეს ხშირად იწვევს ტკივილებს ზურგის ტვინის განშტოების მოჭყლეტვის გამო.

   დისკოს პროტრუზია — დინამიური პროცესია, შესაძლებელია გამოვლინდეს დგომით ან ჯდომით მდგომარეობაში და გაქრეს წოლით მდგომარეობაში. დისკოს პროტრუზია ამ ადგილზე მალებს შორის თიაქარის გაჩენის წინმსწრებია, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრე იქნას მიღებული ზომები სიტუაციის გამოსწორებისთვის.

   პროტრუზიები შეიძლება წარმოიქმნას ხერხემლის ნებისმიერ ადგილზე. მათი არსებობა მეტყველებს ხერხემლის ხრტილოვანი ქსოვილის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე.

   კლინიკა "ვიტა"-ში შემუშავებულია ვარჯიშების კომპლექსი პაციენტებისთვის ოსტეოქონდროზისა და მალებს შორის დისკოს პროტრუზიის დიაგნოზით. სამკურნალო პროგრამის შესრულებით ვერტებროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით შესაძლებელია მალებს შორის დისკოებში პათოლოგიური პროცესების განვითარების თავიდან აცილება.