JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

წელის ტკივილი... გეცნობათ? არის გამოსავალი!

   წლის ტკივილი გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის 80%-ში. ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზია. ამას თან ახლავს ყოველთვის დეგენერატიულ-დისტროფიული ცვლილებები ხერხემლის მალებზე.

   მწვავე და ხანგრძლივი ტკივილი გარშემო ქსოვილებში იწვევს კუნთებისა და სისხლძარღვების სპაზმებს. შემდგომში ვითარდება ჰიპოქსია და დაზიანებული სტრუქტურის შეშუპება.

   ტკივილის სინდრომის მოსახსნელად "ვიტა"  გთავაზობთ მკურნალობის ეფექტურ ინდივიდუალურ კურსს.

   სამკურნალო პროცედურების შემადგენლობაში შედის:

  • რეფლექსოთერაპია
  • ხერხემლის ღერძის ბიო-მექანიკური კორექცია
  • კინეზოთერაპია

   რეფლექსოთერაპია ფართოდ გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის (ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ოსტეოქონდროზი, ართრიტი, ართროზი), სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება სხვადასხვა სახის ზემოქმედებები ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე: აკუპუნქტურული ნემსები, წერტილოვანი მასაჟი, ვაკუუმის ქილები, ასევე მაგნიტური ველი, მედიკამენტები და სხვ.

   ერთერთი შემოთავაზებული ზემოქმედების მეთოდი არის ხერხემლის ბიო-მექანიკური კორექცია. იგი მომართულია ხერხემალ-მამოძრავებელი სეგმენტის ბლოკადის მოხსნაზე და ხერხემლის სახსრების ნორმალური მოძრაობის უნარის აღდგენაზე. კორექცია ხდება დიაგნოსტიკის და ხერხემლის ყველა განყოფილების (კისრის, მკერდის და წელის) შესაბამისი მომზადების შემდეგ. პარალელურად გამოიყენება კუნთების რელაქსაციის სპეციალური ხერხები.

   ტკივილის სინდრომის არსებობისას ოსტეოქონდროზის სხვადასხვა სტადიების დროს, ქრონიკული რადიკულიტის გამწვავებისას და სხვ. რეკომენდებულია შესრულდეს სპეციალური ვარჯიშები "სასწრაფო დახმარება". ეს საგრძნობლად ამცირებს ტკივილს და ზრდის მოძრავ აქტიურობას, აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას და თვითშეგრძნებას, აუმჯობესებს დიაგნოსტიკური ტესტების მაჩვენებლებს. ხერხემლის "აქტიური" გაჭიმვა ევმინოვის პროფილაქტორზე "გამწვავების მოხსნის" პროგრამით ვარჯიშებისას ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას და მასებს შორის წნევას, იწვევს ტკივილის სინდრომის შემცირებას და გაქრობას, ეხმარება გაცვლით პროცესებს ხერხემლის სტრუქტურაში და შემდგომ აღდგენას.

367