JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მდგომარეობის დარღვევებს შორის არის ისეთები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზებით წარმოქმნისას, ვითარდება თანდათან და არ აწუხებს თითქმის არაფრით. მათ მიეკუთვნება ბრტყელტერფიანობა. ამიტომ, თუ ბავშვს გამოუვლინდა ბრტყელტერფიანობა, მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე.

   ადამიანის ტერფს, საყრდენ და სხეულის მოძრაობის ორგანოს, ეკისრება მაღალი მოთხოვნები. ტერფი თავის თავზე იღებს სხეულის მთელ სიმძიმეს დგომის და მოძრაობის დროს და ასრულებს მნიშვნელოვან როლს სწორად დგომაში და სხეულის წონასწორობის შენარჩუნებაში სხვადასხვა მოძრაობების დროს. ტერფი არის, პირველ რიგში, საყრდენი; მეორე რიგში, "რესორული" (ბიძგების შემამცირებელი) ორგანო და მესამე რიგში, სხეულის მოძრაობაში მონაწილე ორგანო.

   ტერფის არასწორი მდგომარეობა იწვევს ტკივილების წარმოშობას მუხლებში, მენჯ-ბარძაყის სახსრებში, წელში, კისერში, პატარა ბავშვებშიც კი. ზრდასთან ერთად კი ხდება სერიოზული ტანჯვების მიზეზი და ექიმსაც ყოველთვის არ შეუძლია მათი შემსუბუქება, თუ ტერფების დეფორმაცია იძენს მდგრად და შეუქცევად ხასიათს.

   ბრტყელტერფიანობა ზემოქმედებს ტანადობის ფორმირებაზეც. ხშირად ბრტყელი ტერფი ამძიმებს სქოლიოტიკური დაავადებების მიმდინარეობას, ხოლო მიშვებულ შემთხვევებში იწვევს ორგანიზმის საერთო მოშლას. ბრტყელი ტერფია გვხვდება ბავშვებში ძალიან ხშირად, რისთვისაც ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დროულად გამოვლინდეს ეს დეფორმაცია და მიღებული იქნას რაციონალური პროფილაქტიკური ზომები.

   ბავშვების ბრტყელტერფიანობისგან მკურნალობის სისტემაში წარმატებით გამოიყენება ფიზიკური ვარჯიშები, მიმართული ტერფის ფორმისა და ფუნქციის აღდგენაზე.

   კლინიკა "ვიტა"-ში წარმოებს ტერფის სპეციალიზებული გამოკვლევები და ესადაგება სამკურნალო და პროფილაქტიკური ვარჯიშების კომპლექსი.

btyelterfianoba