JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

ყველასთვის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ მოძრაობა – ცხოვრებაა, მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდია. სამკურნალო ფიზკულტურის ეფექტურობა დასტურდება იმით, რომ ის მედიცინის ცალკე განშტოებაა და სამეცნიერო სპეციალობად ითვლება. სამკურნალო ფიზკულტურა არის მეთოდი, რომელიც შედგება მრავალი სპეციალიზირებული ვარჯიშისა და კომპლექსური მოძრაობებისგან, რომლებიც გარკვეულ რითმში სრულდება. ეს მეთოდი გამოიყენება ზურგის, სახსრების, კუნთების პათოლოგიის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე რეაბილიტაციისთვის პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინფარქტი და ინსულტი, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების შემდგომ აღდგენის პერიოდში, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დროს. მეთოდი შეუცვლელია მათთვის, ვინც გადაწყვიტა მიმართოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სურს წონაში დაკლება. ბავშვებში სამკურნალო ფიზკულტურის მეშვეობით შესაძლებელია დგომის, ფეხმრუდობის გამოსწორება, ასევე შესაძლებელია ბრძოლა ბრტყელტერფიანობასთან. სამკურნალო ფიზკულტურა საუკეთესო შედეგს იძლევა ოსტეოპათიური მკურნალობისა და მასაჟის სეანსებთან ერთად.