JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

ცენტრი "ვიტა"

 რევაზ ჭაღალიძე  სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილატაციო ცენტრი შპს „ვიტა“ გაიხსნა არც თუ ისე დიდი ხანია სადაც ხდება ყოველგვარი მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე, სრულიად ჯანსაღი წესით მკურნალობა.

   უკვე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც გვაქვს ფილიალები, ასე რომ, ყველა ჩვენ პაციენტს აქვს საშუალება კონსულტაციის და დანიშულების შემდეგ გააგრძელოს მკურნალობა თავის მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა ყველა მუნიციპალიტეტბშიც გვყავს ევმინოვის ცენტრის სპეციალისტებისგან გადამზადებული მეთოდისტები.

   საინტერესოა ალბათ ისიც თუ სადან გაჩნდა იდეა ევმინოვის ცენტრის ფილიალის დაფუძნება ბათუმში. 4 წლის წინ მე პირადდად რევაზ ჭაღალიზეს მქონდა ძალიან მწვავე ტკივილები წელის არეში რომელიც გადავიდა ქვედა მარცხენა კიდურზე, ერთი სიტყვით გადაადგილებაც აღარ შემეძლო, რა თქმა უნდა ვმკურნალობდი სხვადასხა მედიკამენტების საშუალებით, გავიკეთე 4-ჯერ ბლოკადა, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა მხოლოდ დროებითი, ტკივილები კი ტკივილებად დარჩა. რის შემდეგაც გადავიღე ტომოგრაფია და აღმოჩნდა მე-3 მე-4 მალებს შორის 0,8 სმ-ნი თიაქარი, მივმართე ნეირო ქირურგს, რომელმაც დამინიშნა სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ რატომღაც პირადი გადაწყვეტილებით თავი შევიკავე ოპერაციისგან, რის შემდეგ ინტერნეტის საშუალებით მოვიკვლიე ინფორმაცია ევმინოვის ცენტრის შესახებ კიევში, სადაც სრულიად ჯანსაღი წესით განვიკურნე. დღეს უკვე მე-5 წელია და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. იმ დროისთვის ევმინოვის ცენტრს ჰქონდა სულ რაღაც 42 ფილიალი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მაგრამ ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც. ამის შემდეგ ის რაც საკუთარ თავზე გამოვცადე გამიჩნდა იდეა, რომ ასეთივე ფილიალი გამეხსნა საქართველოშიც და ასეც მოვიქეცი დღეს ქ.ბათუმში არის ევმინოვის ცენტრის ფილიალი სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შპს „ვიტა“. ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდმა ბევრი ჩვენი თანამემამულეც გადაარჩინა ოპერაციას და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

წელის ტკივილი... გეცნობათ? არის გამოსავალი!

   წლის ტკივილი გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის 80%-ში. ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზია. ამას თან ახლავს ყოველთვის დეგენერატიულ-დისტროფიული ცვლილებები ხერხემლის მალებზე.

   მწვავე და ხანგრძლივი ტკივილი გარშემო ქსოვილებში იწვევს კუნთებისა და სისხლძარღვების სპაზმებს. შემდგომში ვითარდება ჰიპოქსია და დაზიანებული სტრუქტურის შეშუპება.

   ტკივილის სინდრომის მოსახსნელად "ვიტა"  გთავაზობთ მკურნალობის ეფექტურ ინდივიდუალურ კურსს.

   სამკურნალო პროცედურების შემადგენლობაში შედის:

  • რეფლექსოთერაპია
  • ხერხემლის ღერძის ბიო-მექანიკური კორექცია
  • კინეზოთერაპია

   რეფლექსოთერაპია ფართოდ გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის (ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ოსტეოქონდროზი, ართრიტი, ართროზი), სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება სხვადასხვა სახის ზემოქმედებები ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე: აკუპუნქტურული ნემსები, წერტილოვანი მასაჟი, ვაკუუმის ქილები, ასევე მაგნიტური ველი, მედიკამენტები და სხვ.

   ერთერთი შემოთავაზებული ზემოქმედების მეთოდი არის ხერხემლის ბიო-მექანიკური კორექცია. იგი მომართულია ხერხემალ-მამოძრავებელი სეგმენტის ბლოკადის მოხსნაზე და ხერხემლის სახსრების ნორმალური მოძრაობის უნარის აღდგენაზე. კორექცია ხდება დიაგნოსტიკის და ხერხემლის ყველა განყოფილების (კისრის, მკერდის და წელის) შესაბამისი მომზადების შემდეგ. პარალელურად გამოიყენება კუნთების რელაქსაციის სპეციალური ხერხები.

   ტკივილის სინდრომის არსებობისას ოსტეოქონდროზის სხვადასხვა სტადიების დროს, ქრონიკული რადიკულიტის გამწვავებისას და სხვ. რეკომენდებულია შესრულდეს სპეციალური ვარჯიშები "სასწრაფო დახმარება". ეს საგრძნობლად ამცირებს ტკივილს და ზრდის მოძრავ აქტიურობას, აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას და თვითშეგრძნებას, აუმჯობესებს დიაგნოსტიკური ტესტების მაჩვენებლებს. ხერხემლის "აქტიური" გაჭიმვა ევმინოვის პროფილაქტორზე "გამწვავების მოხსნის" პროგრამით ვარჯიშებისას ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას და მასებს შორის წნევას, იწვევს ტკივილის სინდრომის შემცირებას და გაქრობას, ეხმარება გაცვლით პროცესებს ხერხემლის სტრუქტურაში და შემდგომ აღდგენას.

367

   1998 წელს კიევის მთავარი მოედანის "მეიდანის" მახლობლად კოსტელნაიას ქუჩაზე #9-ში გაიხსნა "ევმინოვის ვერტერბალურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი" 

   ევმინოვის ცენტრი სწევს მომსახურებას ხერხემლის დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის სფეროში ევმინოვის მეთოდის მიხედვით, რომელიც დაპატენტებული და დამტკიცებულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამკურნალო ფიზკულტურის (კინეზოთერაპია) მეთოდიკაზე ხერხემლის დაავადებათა მკურნალობის, აღდგენისა და პროფილაქტიკისთვის.

   ვარჯიშები ამ მეთოდის ჩარჩოებში სრულდება სპეციალურ ორთოპედულ ტრენაჟორზე - ევმინოვის პროფილაქტორი.

   გახსნის მომენტიდან დღემდე ევმინოვის ცენტრი უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას ხერხემლის დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. მომსახურების საფუძველში დევს ინდივიდუალური მიდგომა ყოველ კლიენტთან და კომპლექსური მომსახურება მთელი ოჯახისთვის.

   სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, მალათაშორისი თიაქარი, პროტრუზიები... ხერხემლის უმრავლესობა დაავადებათა სამკურნალოდ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ევმინოვის ცენტრს. ჩვენ გთავაზობთ ასევე პროფილაქტიკურ, გამაჯანსაღებელ, სპორტულ და სხვა სპეციალურ პროგრამებს. ოჯახის ყოველ წევრს ჩვენ შეუთავსებთ ინდივიდუალურ მიდგომას და შეურჩევთ პროგრამას მისი მდგომარეობის, მოთხოვნების, შესაძლებლობების და დასახული მიზნების მიხედვით.

   ვიაჩესლავ ევმინოვი — ხერხემლის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდიკის ავტორი, სპეციალური ტრენაჟორის - ევმინოვის პროფილაქტორის გამომგონებელი.

   კიევის ვერტებრალურ - გამაჯანსაღებელი ცენტრის პრეზიდენტი.

   სპორტულ კლუბ "იუკას" პრეზიდენტი.

   უკრაინის აკადემიური ნიჩბოსნობის პირველი პრეზიდენტი.

   უკრაინის დამსახურებული ტრენერი.

   ვიაჩესლავ ევმინოვი - უკრაინის აკადემიური ნიჩბოსნობის დამსახურებული ტრენერი. როგორც ყოველი ადამიანი დიდ სპორტში, ის არაერთხელ დამდგარა ხერხემლის პრობლემების და სხვა სპორტული ტრავმების წინაშე. დღეს უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი მეთოდიკის შექმნისკენ მას პირადმა უბედურებამ უბიძგა — ხერხემლის სერიოზული ტრავმა და ოპერაციის პერსპექტივა შედეგით 50% - 50% -ზე. ან დარჩენილიყო ინვალიდი ან ეცხოვრა სრულფასოვანი ცხოვრებით.

   "მე არ მშველოდა არაფერი. გამოვცადე საკუთარ თავზე მედიცინის პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა, რომელსაც დღეს გვთავაზობენ ხერხემლის სამკურნალოდ. ოპერაციაზე, რომელიც მთავაზობდა შედეგს 50% - 50% -ზე, უარი ვთქვი. და მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავს მხოლოდ მე შემიძლია დავეხმარო."

   მან ყური მიუგდო საკუთარ ორგანიზმს და ფრთხილად აკეთებდა ნაბიჯს ნაბიჯზე, დაიწყო სპეციალური ვარჯიშების შერჩევა ხერხემლის კუნთებისთვის, რომლებსაც ასრულებდა დაწოლილი, რადგანაც ვერტიკალურ მდგომარეობაში ხერხემლის კუნთების დაძაბვას მიჰყავდა მალებზე დაწოლის ზრდისკენ და მისი სიმაღლის შემცირებისკენ. ის ხვდებოდა რომ ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიშების გამოყენება დაზიანებულ ხერხემალზე შეუძლებელი იყო. აუცილებელი იყო მისი განტვირთვა. წარმოიშვა იდეა დახრილი სიბრტყის გამოყენებისა. იდეის ავტორმა დაიწყო მოძრაობებისა და ხერხემლის განტვირთვის მონაცვლეობა დახრის სხვადასხვა კუთხით, დატვირთვის დოზების დაზუსტება, ვარჯიშების ეფექტურობის ანალიზი, უსადაგებდა სხვადასხვა საწყის მდგომარეობებს, ამპლიტუდას და მოძრაობების რაოდენობას, რითაც დაიწყო გაცვლითი პროცესები და ხერხემლის კუნთების გამაგრება. განუწყვეტელმა მუშაობამ საკუთარ თავზე გამოიწვია სავარჯიშო ინსტრუმენტის სრულყოფა, რაც აისახა სპეციალური ტრენაჟორის გახსნაში — ევმინოვის პროფილაქტორი.

   ძიებისა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ბრძოლის შედეგად წარმოიშვა ახალი სამედიცინო კინეზოთერაპიის მეთოდი, რომელიც დაეხმარა ვიაჩესლავ ევმინოვს წამლებისა და ოპერაციის გარეშე სამუდამოდ განკურნებულიყო ხერხემლის უმძიმესი ტრავმისგან, დაბრუნებულიყო სრულფასოვან ცხოვრებასთან, გამხდარიყო წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად.

   ახლა ევმინოვის მეთოდიკა დაპატენტებული და დამტკიცებულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, აღიარებულია უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ და რეკომენდებულია სხვადასხვა პროფილის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებში, სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში, საწარმოებში და სახლში გამოყენებისთვის. უკვე მრავალი წელია ევმინოვის მეთოდიკა ეხმარება ხალხს და სულ უფრო მეტად ცნობილი და აღიარებული ხდება მთელს მსოფლიოში.

წელის ტკივილი... გეცნობათ? არის გამოსავალი!

   წლის ტკივილი გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის 80%-ში. ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზია.

ქვეკატეგორიები