JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   გასულ წელს ჩვენს ცენტრში დაინერგა სიახლე ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. არსი მდგომარეობს შემდეგში : 18-დან 20 წლამდე ასაკის პაციენტებს გადაუღებენ პირდაპირ და გვერდით ხედში ფოტოსურათს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით იგზავნება ევმინოვის ცენტრში(ქ.კიევი) , იქედან კი ბრუნდება სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტო სურათი, რის შემდეგ სრულიად ჯანსაღი წესით უტარდებათ სათანადო მკურნალობა შპს „ვიტა-ში“ მათივე მომზადებული მეთოდისტების დახმარებით.

   წელს კი დაინერგა კიდევ ერთი სიახლე ნებისმიერ პაციენტს მიუხედავად ასაკისა, ვისაც აღენიშნება ტკივილები ხერხემალზე ან ვისაც უკვე აქვს მალთა შორის თიაქარი შეუძლიათ მიმართონ შპს „ვიტა-ს“ თან იქონიონ აუცილებლად რენდგენის სურათი ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გადაიგზავნება ქ.კიევში, ევმინოვის ცენტრში, დაენიშნებათ პაციენტს ტერმინი და ჩაუტარდებათ კონსულტაცია skype-ს საშუალებით. რის შემდეგ, რა თქმა უნდა დარგის მაღალ კვალიფიცირებული ექიმებისგან მიეცემა დანიშნულება, რომელიც ჩაუტარდება შპს „ვიტაში“ მათივე გადამზადებული მეთოდისტების დახმარებით.