JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

97   ევმინოვის პროფილაქტორი — ორთოპედიული ტრენაჟორი, მოწყობილობა ევმინოვის მეთოდიკით ვარჯიშებისთვის, რომელიც წარმოადგენს ხის პანელს, აღჭურვილს ორი დონის მოძრავი სახელურებით.

   ევმინოვის პროფილაქტორი შესაძლებელია დაყენდეს კედელთან კუთხით 8°-დან 90°-მდე, ასევე უარყოფითი კუთხით -25°-მდე, შესასრულებელი ვარჯიშების სახეობათა მიხედვით. ბაწრის სამაგრი და თვით სიბრტყის დრეკადობა უზრუნველყოფს საჭირო ამორტიზაციას ხერხემლისთვის ვარჯიშების დროს. მოძრავი სახელურები ადვილად გადაადგილდება მთელს სიბრტყეზე და ფიქსირდება მოვარჯიშის სიმაღლის შესაბამის დონეზე, რაც ხდის მას უნივერსალურს დიდებისთვის და ბავშვებისთვის.

   ევმინოვის პროფილაქტორის საბაზო კომპლექტაციაში შედის "გლისონის ყულფი", რომელიც განკუთვნილია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და ხერხემლის კისრის ნაწილის პროფილაქტიკისთვის.

   პროფილაქტორის პანელის დასამზადებელი მასალა — ბუნებრივი ფიჭვი, ასრულებს მნიშვნელოვან როლს დრეკადობის უზრუნველყოფაში ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით ვარჯიშების შესრულებაში.

   პროფილაქტორის ეტლი მზადდება ალუმინის მსუბუქი და მყარი შენაერთისაგან და არის მოძრავი, ანუ შეუძლია გადაადგილდეს პროფილაქტორის მთელი პანელის გასწვრივ და დაფიქსირდეს საჭირო ადგილზე. ეს იძლევა საშუალებას პროფილაქტორის მუშა სიბრტყე მოერგოს მასზე მოვარჯიშე ადამიანის სიმაღლეს.

   პროფილაქტორის დამატებით კომპლექტში, რაც არ მოყვება საბაზო კომპლექტაციაში, შედის:

  1. ხალიჩა პროფილაქტორზე
  2. მცირე სახელურების კომპლექტი (4 ც)
  3. დიდი სახელურების კომპლექტი (4 ც)
  4. სიმაღლის მზომი

 98 99 100 101 102