JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

104   არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბაზარზე ორიგინალურ საქონელთან ერთად არსებობს ფალსიფიცირებული საქონელი, ეს იქნება სარეცხი ფხვნილი, ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ევმინოვის პროფილაქტორიც მიეკუთვნება იმ პროდუქტებს, რომელთა გაყალბებასაც ცდილობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ ევმინოვის მეთოდიკამ, რომელიც წარმოადგენს ვარჯიშების კომპლექსს ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და რომელიც სრულდება პროფილაქტორზე, სახელი დაიმკვიდრა, როგორც ეფექტურმა მეთოდმა, რომელიც უზრუნველყოფს კარგ სტაბილურ შედეგებს და სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით მომხმარებლებს შორის. ხოლო, სადაც კი არის მოთხოვნა, იქ ცდილობენ ფულის შოვნას, და ხშირად არასწორი გზით.

   რატომ უნდა ვერიდოთ ყალბ საქონელს?

   პორველ რიგში იმიტომ, რომ მთავარი ხერხემლის დაავადების წარმატებულ მკურნალობაში — ეს ევმინოვის მეთოდიკაა, ხოლო ყალბი საქონელი კი იყიდება სრულიად ცალკე მეთოდიკისგან, ექიმის დათვალიერებისა და კონსულტაციის გარეშე, ინსტრუქტორის მიერ შემსწავლელი ვარჯიშების გარეშე, ან საეჭვო დანიშნულებასთან ერთად.

   აუცილებელია იმის გაგება, რომ პროფილაქტორი არის მხოლოდ ინსტრუმენტი მეთოდიკის მიხედვით ვარჯიშების შესასრულებლად, თუმცა ძალიან მთავარი და საჭირო. ვარჯიშების შერჩევა მეთოდიკის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ევმინოვის მეთოდიკის სპეციალური მომზადება, პაციენტის გასინჯვის, ხერხემლის დაავადებული ადგილის მრტ-ს სურათის შესწავლის შემდეგ, ორგანიზმის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით. ვარჯიშების კომპლექსი, დანიშნული ავადმყოფისთვის გარკვეული ავადმყოფობის სამკურნალოდ, არ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა პაციენტისთვის, თუნდაც ზუსტად იგივე დაავადების დროს, რადგან ყოველ ადამიანში დაავადება თავს იჩენს სხვადასხვა სახით, შეიძლება იყოს განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე. და იქ, სადაც, მაგალითად ერთ ადამიანს სჭირდება კუნთების ვარჯიში, მეორეს სჭირდება სპაზმების მოხსნა მოდუნებით. თუ თქვენ ვარჯიშობთ მკურნალობის მიზნით პროფილაქტორზე ინდივიდუალური დანიშნულების გარეშე ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით, თქვენ რისკავთ უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.

   რატომ უნდა შეიძინოთ ორიგინალური ევმინოვის პროფილაქტორი?

  • ორიგინალური ევმინოვის პროფილაქტორი — სპეციალური ორთოპედული ტრენაჟორია, რომელიც პასუხობს რიგ მოთხოვნებს, და არა მხოლოდ ფიცარი, როგორც ბევრი ფიქრობს. პროფილაქტორის პანელი შედგება  სპეციალურად შერჩეული შეწებებული ფირფიტებისგან ისე, რომ უზრუნველყოს საჭირო დრეკადობა და ამორტიზაცია — აუცილებელი პირობა შედეგიანობისთვის თითქმის ყველა ვარჯიშების დროს ევმინოვის მეთოდიკით. ამას გარდა, პროფილაქტორის პანელი არასდროს არ გამრუდდება მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ეს კი ნიშნავს, რომ ხელს შეუწყობს ვარჯიშების სწორად შესრულებას.
  • ორიგინალური პროფილაქტორი აღჭურვილია ორი დონის სახელურით მოძრავ ეტლზე. ორი დონის სახელური საჭიროა სპეციალური ვარჯიშების შესასრულებლად და მათ გარეშე შეუძლებელია საჭირო შედეგების მიღწევა ხერხემლის ზოგიერთი პათოლოგიების გამოსწორების დროს. სახელურები ემსახურება ხელების ან ფეხების ფიქსაციას ვარჯიშების შესრულებისას. მოძრავი ეტლი საშუალებას იძლევა ადვილად გადაადგილდეს სახელურები პროფილაქტორის პანელზე, რაც შესაძლებლობას აძლევს ოჯახის ყოველ წევრს მოირგოს მისი ზომა საკუთარი სიმაღლის მიხედვით და შეასრულოს ვარჯიშები სხვადასხვა საწყისი პოზიციიდან.
  • ორიგინალურ პროფილაქტორს აქვს ოთხი სტანდარტული ზომის ვარიანტი და სპეცშეკვეთის ვარიანტი (სიგრძის და სიგანის მიხედვით), რადგანაც დადებითი შედეგის მისაღებად უბრალოდ აუციელბელია პანელზე სწორად განთავსება, ეს კი პირდაპირ დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლეზე და წონაზე.
  • ორიგინალურ პროფილაქტორს გააჩნია პანელის ფერთა ვარიანტები.
  • ორიგინალურ პროფილაქტორს უკანა მხრიდან გააჩნია მეტალის ფირფიტა სამაგრისთვის განკუთვნილი ნახვრეტებით, რომელიც განთავსებულია მთელს სიგრძეზე და საშუალებას იძლევა დახრის კუთხის რეგულირების.
  • ორიგინალურ პროფილაქტორს მოყვება საბუთების აუცილებელი კომპლექტი: პასპორტი სველი ბეჭდით და დანიშნული ვარჯიშების კომპლექსის წიგნაკი, რომლის ყდაზეც მითითებულია გაყიდვის თარიღი და შეკვეთის ინდივიდუალური ნომერი.
  • ორიგინალური პროფილაქტორი შეიძლება შეიძინოთ მხოლოდ ევმინოვის ცენტრში ან ოფიციალურ ფილიალებში, რომლებიც მითითებულია ვებ-გვერდზე www.evminov.com

   ნუ წამოეგებით თაღლითების ანკესზე იაფი საქონელის დევნაში და ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ არც ყალბ და არც თვითნაკეთ ფიცარს არ შეუძლია პროფილაქტორის ყველა ფუნქციური შესაძლებლობების განხორციელება. მსგავსება შეიძლება იყოს მხოლოდ გარეგნული.

   ფიცარი, პროფილაქტორისგან განსხვავებით მეტს იწონის, ხმარებაში არ არის მოხერხებული და რაც მთავარია, არ გააჩნია საჭირო დრეკადობა და ამორტიზაცია. ამას გარდა ასეთი ფიცარი მრუდდება და ხდება მავნე და საშიში. მიღებული საგანი ვერ შეასრულებს ორთოპედული ტრენაჟორის ფუნქციებს.

   აუცილებელია იცოდეთ, რომ

   ევმინოვის ცენტრში ვარჯიშები ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით ინიშნება მხოლოდ ორიგინალური პროფილაქტორის შეძენის შემთხვევაში, რადგან მხოლოდ ორიგინალური პროფილაქტორის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მიღწეული იქნეს მკურნალობის დადებითი შედეგი.

   მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, გამოიყენეთ ორიგინალი!