დაბეჭდვა
გადასვლები: 10446

104   არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბაზარზე ორიგინალურ საქონელთან ერთად არსებობს ფალსიფიცირებული საქონელი, ეს იქნება სარეცხი ფხვნილი, ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ევმინოვის პროფილაქტორიც მიეკუთვნება იმ პროდუქტებს, რომელთა გაყალბებასაც ცდილობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ ევმინოვის მეთოდიკამ, რომელიც წარმოადგენს ვარჯიშების კომპლექსს ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და რომელიც სრულდება პროფილაქტორზე, სახელი დაიმკვიდრა, როგორც ეფექტურმა მეთოდმა, რომელიც უზრუნველყოფს კარგ სტაბილურ შედეგებს და სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით მომხმარებლებს შორის. ხოლო, სადაც კი არის მოთხოვნა, იქ ცდილობენ ფულის შოვნას, და ხშირად არასწორი გზით.

   რატომ უნდა ვერიდოთ ყალბ საქონელს?

   პორველ რიგში იმიტომ, რომ მთავარი ხერხემლის დაავადების წარმატებულ მკურნალობაში — ეს ევმინოვის მეთოდიკაა, ხოლო ყალბი საქონელი კი იყიდება სრულიად ცალკე მეთოდიკისგან, ექიმის დათვალიერებისა და კონსულტაციის გარეშე, ინსტრუქტორის მიერ შემსწავლელი ვარჯიშების გარეშე, ან საეჭვო დანიშნულებასთან ერთად.

   აუცილებელია იმის გაგება, რომ პროფილაქტორი არის მხოლოდ ინსტრუმენტი მეთოდიკის მიხედვით ვარჯიშების შესასრულებლად, თუმცა ძალიან მთავარი და საჭირო. ვარჯიშების შერჩევა მეთოდიკის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ევმინოვის მეთოდიკის სპეციალური მომზადება, პაციენტის გასინჯვის, ხერხემლის დაავადებული ადგილის მრტ-ს სურათის შესწავლის შემდეგ, ორგანიზმის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით. ვარჯიშების კომპლექსი, დანიშნული ავადმყოფისთვის გარკვეული ავადმყოფობის სამკურნალოდ, არ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა პაციენტისთვის, თუნდაც ზუსტად იგივე დაავადების დროს, რადგან ყოველ ადამიანში დაავადება თავს იჩენს სხვადასხვა სახით, შეიძლება იყოს განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე. და იქ, სადაც, მაგალითად ერთ ადამიანს სჭირდება კუნთების ვარჯიში, მეორეს სჭირდება სპაზმების მოხსნა მოდუნებით. თუ თქვენ ვარჯიშობთ მკურნალობის მიზნით პროფილაქტორზე ინდივიდუალური დანიშნულების გარეშე ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით, თქვენ რისკავთ უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.

   რატომ უნდა შეიძინოთ ორიგინალური ევმინოვის პროფილაქტორი?

   ნუ წამოეგებით თაღლითების ანკესზე იაფი საქონელის დევნაში და ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ არც ყალბ და არც თვითნაკეთ ფიცარს არ შეუძლია პროფილაქტორის ყველა ფუნქციური შესაძლებლობების განხორციელება. მსგავსება შეიძლება იყოს მხოლოდ გარეგნული.

   ფიცარი, პროფილაქტორისგან განსხვავებით მეტს იწონის, ხმარებაში არ არის მოხერხებული და რაც მთავარია, არ გააჩნია საჭირო დრეკადობა და ამორტიზაცია. ამას გარდა ასეთი ფიცარი მრუდდება და ხდება მავნე და საშიში. მიღებული საგანი ვერ შეასრულებს ორთოპედული ტრენაჟორის ფუნქციებს.

   აუცილებელია იცოდეთ, რომ

   ევმინოვის ცენტრში ვარჯიშები ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით ინიშნება მხოლოდ ორიგინალური პროფილაქტორის შეძენის შემთხვევაში, რადგან მხოლოდ ორიგინალური პროფილაქტორის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მიღწეული იქნეს მკურნალობის დადებითი შედეგი.

   მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, გამოიყენეთ ორიგინალი!