JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

   ევმინოვის პროფილაქტორზე ვარჯიშების დაწყების წინ აუცილებელია:

  1. შემოწმდეს პროფილაქტორის დამაგრების სიმყარე დამაგრების ადგილზე (დუბელი ან კაუჭი) და თვით ტროსის სიმყარე.
  2. პროფილაქტორის დახრით დაყენების დროს დამაგრდეს მაფიქსირებელი კაუჭი ბუდეში პანელის უკნიდან, სპეციალურად განკუთვნილი რეზინის საცობის მეშვეობით.
  3. თვალის დევნება, რომ პანელი არ ეხებოდეს და ეხახუნებოდეს კედელს ვარჯიშების დროს: ტროსის დაზიანებისას იკარგება პანელის საჭირო ამორტიზაცია ტროსზე დაკიდებისას, რაც განუყოფელი ნაწილია ვარჯიშებისა ევმინოვის მეთოდიკით.
  4. სანამ შეუდგებოდეთ უშუალოდ ვარჯიშების გაცნობას, უნდა შეისწავლოთ სწორად დაჯდომა, დაწოლა და ადგომა პროფილაქტორზე, რათა თავიდან აიცილოთ ტრავმები.

   პროფილაქტორი — მყარი, მაგრამ მოძრავი კონსტრუქციაა, რომელიც მოითხოვს რიგი უსაფრთხოების წესების დაცვას.

   ქვემოთ განთავსებულ ფოტოებზე ნაჩვენებია ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებები პროფილაქტორთან მისვლისას, რომლებიც გასწავლით სწორად დაჯდომას და დაწოლას პროფილაქტორზე. ადგომა პროფილაქტორიდან ხდება იმავე წესით უკუმიმართულებით. მიაქციეთ ყურადღება, რომ არ შეიძლება პროფილაქტორზე დაწოლა ან ადგომა ხელების კონტროლის გარეშე.

   უსაფრთხო მისვლა პროფილაქტორთან 1

1261

   უსაფრთხო მისვლა პროფილაქტორთან 2

 1391

   როგორ არ შეიძლება პროფილაქტორზე დაჯდომა:

2421

   ევმინოვის მეთოდიკით ხერხემლის დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს ვარჯიშების შესრულების ძირითადი წესები:

  1. ევმინოვის მეთოდიკით ვარჯიშების შესრულების შერჩევა და დოზირება, ასევე პროფილაქტორის საწყისი დახრის კუთხე და მისი ცვლილება ხერხემლის დაავადების მკურნალობის პროცესში უნდა განხორციელდეს მკაცრად ინდივიდუალურად ცენტრი "ვიტას" სპეციალისტების მიერ, რომელთაც შესწავლილი აქვთ მეთოდიკა. ვარჯიშების დანიშვნა სამკურნალო პროგრამების ჩარჩოში ხდება გამომდინარე პაციენტის დიაგნოზიდან (პათოლოგიიდან), ასაკიდან, ფუნქციური მდგომარეობიდან, წონიდან.
  2. ვარჯიშები სრულდება შემცირებული დისკოსშიდა წნევის ფონზე: წოლით მდგომარეობაში დახრილ სიბრტყეზე — ევმინოვის პროფილაქტორზე.
  3. ვარჯიშები სრულდება ხერხემლისთვის კომფორტულ პირობებში, ანუ არ უნდა გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნება.
  4. ვარჯიშები სრულდება ნელა და რბილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე და შეიცავს კუნთების მოდუნების ელემენტებს.
  5. აუცილებელია დროულად შეიცვალოს პროფილაქტორის დახრის კუთხე და ზუსტად დაიცვათ ამ საკითხში ექიმის რეკომენდაციები.
  6. აუცილებელია დაცული იყოს თანაფარდობა ვარჯიშებს შორის, რომლებიც სრულდება ნელ ტემპში მცირე ამპლიტუდით ან სტატიკურ რეჟიმში და ძალისმიერ ვარჯიშებში, რომლებიც მიმართულია უშუალოდ ძალის განვითარებაზე და კუნთოვანი კორსეტის შექმნაზე. არადროულმა მისვლამ ძალისმიერ ვარჯიშებთან შეიძლება გამოიწვიოს ბალანსის დარღვევა (ასეთი მისვლების თანადროულობის განსაზღვრას ასწავლის ცენტრის ექიმი ან ინსტრუქტორი კონსულტაციის ან ვარჯიშების შესწავლის დროს).
  7. ხერხემლის კისრის განყოფილება საჭიროა ვავარჯიშოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. ყველაზე შესაფერისი კისრისთვის არის სტატიკური ვარჯიშები ევმინოვის პროფილაქტორზე და მსუბუქი გაწელვა გლისონის ყულფის გამოყენებით.
  8. ავადმყოფობის გამწვავების შემდეგ დაუშვებელია ვარჯიშები სწორი ფეხების აწევით წოლით მდგომარეობაში, ასევე მკვეთრი სხეულის შემობრუნებები, რადგან ისინი ამძაფრებენ პათოლოგიურ პროცესებს დაზიანებულ სეგმენტში.
  9. განსაკუთრებით საშიში ვარჯიშები ხერხემლისთვის — ტანის სხვადასხვა გადახრები წინ. ისინი ხელს უწყობენ დისკოს გადანაცვლებას, პარავერტებრალური ზონის ფიბროზული ქსოვილებისა და კუნთების გაწელვას. რემისიის დაწყებამდე შეიძლება მხოლოდ ფრთხილად მუხლებზე დადგომა იატაკიდან ნივთების აღებისას.
  10. ვარჯიშების შესრულებისას აუცილებელია მკაცრად იყოს დაცული ცენტრის სპეციალისტის მეთოდური რეკომენდაციები რაოდენობასთან, ხანგრძლივობასთან და ინტენსივობასთან მიმართებაში. არ შეიძლება რეკომენდებულ დოზირებაზე გადაჭარბება.

   მკურნალობა ევმინოვის მეთოდიკით მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად პროგრამის მუდმივი კორექტირებით ექიმ-ვერტებროლოგის მიერ.

   ექიმის კონტროლს ევმინოვის მეთოდიკით ხერხემლის დაავადებების მკურნალობის პროცესში ექვემდებარება:

  1. ვერჯიშების შერჩევა, მათი რაოდენობა, ამპლიტუდის სიდიდე, სახეობის და კუნთური ზეწოლის (სტატიკური ან დინამიკური) განსაზღვრა და მათი ხანგრძლივობა, ასევე ვარჯიშების შესრულების სიჩქარე (ტემპი) და დატვირთვების პერიოდულობა.
  2. ხერხემლის ტრაქციის (გაწელვის) სიდიდე, რომელიც მიიღწევა პროფილაქტორის დახრის კუთხით. კონტროლის საფუძველში — დისკოსშიდა წნევაა.