JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

პროფილაქტორი თქვენც შეგიძლიათ დააყენოთ დამოუკიდებლად.

პროფილაქტორისთვის ადგილის შერჩევა:109

  1. კედელი დასამაგრებლად. პროფილაქტორი შეიძლება დამაგრდეს სტაციონარულად ბეტონის, აგურის ან ხის კედელზე, სისქით არა ნაკლებ 10 სმ. გიფსოკორდონის კედლებისთვის გამოიყენება სპეცსამაგრი (კომპლექტში არ შედის).
  2. თავისუფალი სივრცე. სიფართე პროფილაქტორის მარჯვნივ და მარცხნივ 0,5 მ. სიგრძე (პროფილაქტორის სამაგრი კედლიდან იატაკზე) - 2,25 მ დან 2,5 მ-მდე (არანაკლები პროფილაქტორის სიგრძისა +5 სმ)
  3. ტემპერატურა და ტენიანობა შენობაში. პროფილაქტორი დამზადებულია ხის მასალისგან, ამიტომ უნდა განთავსდეს შენობაში ტემპერატურით +10 С-დან +40 С-მდე და ტენიანობით არაუმეტეს 60%  ტემპერატურაზე +25 С.

   პროფილაქტორის დამონტაჟება:

   აგურის ან ბეტონის კედელში 5-10 სმ-ით მაღლა კედელთან ვერტიკალურად მდგომი პროფილაქტორის პანელიდან პრფორატორით იბურღება ხვრელი (ბურღი ø12 მმ), სადაც უნდა ჩაიჭედოს დუბელის ლურსმანი, რომელიც შედის კომპლექტში.

   ბრტყელტუჩას დახმარებით დუბელის ლურსმანზე ვამაგრებთ კაუჭს, არ მისული კედლამდე 1 სმ.

   პროფილაქტორს ვათავისუფლებთ შეფუთვიდან, ვასწორებთ ტროსს და მის ბოლოს ყულფით ჩამოვაგებთ კაუჭს, რომელიც უნდა დავატრიალოთ ვერტიკალურ მდგომარეობამდე მაქსიმალურად მჭიდროდ კედელთან.

   ტროსის ბოლო კაუჭით განკუთვნილია პროფილაქტორის დახრის კუთხის ცვლილებისთვის. დაწვრილებითი აღწერილობა არის ძალისმიერი ვარჯიშების კომპლექსში (მოყვება კომპლექტს). ყურადღება! თვალყური ადევნეთ რომ კაუჭი საიმედოდ იყოს დამაგრებული რეზინის ფიქსატორით.

110             111

   პროფილაქტორი შეიძლება გამოყენებული იქნეს სამედიცინო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სპორტკლუბებში და იქ, სადაც მუშაობს ან ისვენებს ხალხი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით (მმართველი მუშაკები, მომუშავენი ტრანსპორტზე, კომპიუტერთან, მართვის პულტებთან, კონვეირებთან და ა. შ.). განსაკუთრებით აუცილებელია ის მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მძიმე დატვირთვებთან ხერხემალზე (სპორტსმენები, მტვირთავები და ა. შ.), რათა აღადგინონ ხერხემალი გადატვირთვის შემდეგ და მოამზადონ ის კიდევ უფრო მეტი დატვირთვებისთვის.

   მთავარია — მისი რეგულარულად გამოყენება, იცოდეთ რას აკეთებთ და დატვირთვების სწორად განაწილება.

   რეკომენდაციები:

  • ჩვენს ბინებში შეზღუდულ სივრცესთან დაკავშირებით ძალიან მოსახერხებელია პროფილაქტორის დაყენება კარების თავზე. ვარჯიშების დროს პანელი განთავსებულია  გასასვლელში (რომელიც ყოველთვის თავისუფალია), ხოლო ვარჯიშის შემდეგ იკეცება კარებს უკან მარჯვნივ ან მარცხნივ (ტოსის სიგრძე 2 მეტრია).
  • არ არის რეკომენდებული პროფილაქტორის დაყენება აივანზე (შუშაბანდზეც კი), სარდაფებში და უშუალო სიახლოვეს გამათბობელ მოწყობილობებთან.
Social button for Joomla