JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

83ყველა პროგრამა, შემუშავებული ევმინოვის მეთოდიკის საფუძველზე, იყოფა 5 ძირითად ჯგუფად:

  1. სამკურნალო
  2. გამაჯანსაღებელი
  3. სპორტული
  4. სპეციალური
  5. საბავშვო

დაწვრილებით მათ შესახებ ნახეთ ცალკეულ გვერდებზე

112 1. სამკურნალო პროგრამები — განკუთვნილია ხერხემლის სხვადასხვა დაავადებებისათვის, როგორიცაა სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, დისკოს თიაქარი, სპონდილოლისტეზი და სხვ. ევმინოვის პროფილაქტორზე სამკურნალო პროგრამებით ვარჯიშები ხსნის გამწვავებებს, დამახასიათებელს მტკივნეული სინდრომით, აღადგენს ხერხემლის ფუნქციას ტრავმის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

  • გამწვავებისა და სინდრომის მოხსნისთვის
  • ხერხემლის კისრის, მკერდის და წელის ნაწილების ოსტეოქონდროზის დროს
  • მალთა შორის დისკოს პროტრუზიის დროს
  • მალთა შორის დისკოს თიაქარის დროს
  • არასტაბილურობის დროს
  • ტანადობის მოშლის დროს

   ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით მკურნალობა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად ექიმ-ვერტებროლოგის მიერ პროგრამის მუდმივი კორექტირებით.

   ყურადღება!

  • სამკურნალო მიზნით პროფილაქტორზე ნებისმიერი ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებლად გაიარეთ ექიმ-ვერტებროლოგის კონსულტაცია ცენტრ "ვიტა"-ში და გაიარეთ ვარჯიში ინსტრუქტორთან ერთად.
  • არ გადაუხვიოთ ექიმის მეთოდურ რეკომენდაციებს, თუ თქვენ ვარჯიშობთ ერთერთი სამკურნალო პროგრამით.
  • არ გადაიღოთ სხვა ადამიანისთვის დანიშნული ვარჯიშების კომპლექსი თქვენი ავადმყოფობის სამკურნალოდ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ერთნაირი დიაგნოზი გაქვთ. ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი პრობლემებით! და თუ თქვენ ვარჯიშობთ სხვისი დანიშნულებით, შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.

167   2. გამაჯანსაღებელი პროგრამები. მათი ძირითადი დანიშნულება — ხერხემლის დაავადებათა პროფილაქტიკა.

მათი ძირითადი დანიშნულება — ხერხემლის დაავადებათა პროფილაქტიკა. გამაჯანსაღებელი პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ მოძრავი აქტიურობის ნაკლებობის პრობლემა მათთვის, ვინც იძულებულია ბევრი დრო გაატაროს მაგიდასთან ჯდომაში, კომპიუტერთან, საჭესთან და ცხოვრების ასეთი წესით აზიანებს ხერხემალს. მათთვის, ვისი სამსახურიც დაკავშირებულია დიდ და არათანაბარ ფიზიკურ დატვირთვებთან, ვარჯიშები გამაჯანსაღებელი პროგრამით დაეხმარება მათ გაიძლიეროს ზურგის კუნთები და უზრუნველყოს ხერხემლის საიმედო დაცვა. ასევე ეს ვარჯიშები სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნერვული გადატვირთვები და სტრესები გააჩნია.

   3. სპორტული პროგრამები. ვარჯიშებს სპორტული პროგრამებით ევმინოვის პროფილაქტორზე სრულიად შეუძლიათ ჩაანაცვლონ ვარჯიშები ტრენაჟორების დარბაზში. სპეციალურად შერჩეული ძალისმიერი კომპლექსები საშუალებას იძლევა კუნთური კორსეტის ეფექტური ფორმირების და ამტანობის განვითარებისა. არსებობს ასევე ვარჯიშთა კომპლექსები მოქნილობის და სახსრების მოძრაობის უნარიანობის განვითარებისთვის. სპორტული პროგრამები ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით ევმინოვის პროფილაქტორზე იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს ქონდეს ტრენაჟორების დარბაზი სახლში.

   ყოველი სპორტის სახეობა ტვირთავს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გარკვეულ ნაწილს, რასაც ხშირად მიყავს ტრავმებამდე და დაზიანებებამდე ამ ნაწილში. დროთა განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას ტკივილები. ვარჯიშების კომპლექსი ევმინოვის მეთოდიკის მიხედვით მოცემული პროგრამის ჩარჩოებში ირჩევა სპორტსმენის ხერხემლის მდგომარეობის, ტრავმის და დაზიანებების არსებობის გათვალისწინებით და მიმართულია მათი გამოსწორებისკენ.

170   4. სპეციალური პროგრამები. ეს არის რიგი პროგრამებისა, შემუშავებული სპეციფიური ამოცანების გადასაჭრელად.

  • ფიგურის კორექცია
  • სიმაღლის მომატება
  • მომავალი დედებისთვის
  • ოფისი
  • მათთვის ვინც საჭესთან ზის

   5. პროგრამები ბავშვებისთვის. ცენტრ "ვიტა"-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებში ტანადობის დარღვევისა და ხერხემლის დაავადებათა პრობლემებს.

  • 171სქოლიოტიკური ტანადობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • მხრებში მოხრილობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • სქოლიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: მკერდის, წელის, S-მაგვარი, C-მაგვარი.