JM Doctor - шаблон joomla Авто

თბილისი: phone blue (+995 32) 2379950 ბათუმი: phone blue 0790 337556  mobile icon 599 008234

სიმწვავის მოხსნის პროგრამას გააჩნია გამოყენების შემდეგი მაჩვენებლები:

  • ტკივილის სინდრომის არსებობა ოსტეოქონდროზის სხვადასხვა სტადიაზე.
  • მალთაშუა დისკოს თიაქარი.
  • ქრონიკული რადიკულიტის გამწვავება.
  • ლიუმბაგო
  • ლიუმბოიშიალგია
  • იშიასი
  • ბეხტერევის დაავადება
  • სქოლიოტიკური დაავადება ბავშვებში 1-3 ხარისხის და სხვ.

   ვარჯიშების მეთოდიკა:

   ევმინოვის პროფილაქტორზე ვარჯიშების ორი ერთმანეთში მონაცვლეობით შესასრულებელი კომპლექსი.

   მოძრაობის რეჟიმი: დამნდობი

   ვარჯიშების ხანგრძლივობა: 10-30 წუთი.

   ვარჯიშების ჯერადობა: 3-6 ჯერ დღეში

   ვარჯიშების შესრულების ტემპი და ხასიათი: ნელი, რბილი, მშვიდი, ბიძგების გარეშე.

   შემდგომ ვარჯიშებზე გადასვლის კრიტერიუმები: ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება, მოძრავი აქტიურობის გაზრდა, ზოგადი მდგომარეობის და თვითშეგრძნების გაუმჯობესება, დიაგნოსტიკური ტესტების მაჩვენებლების გაუმჯობესება.

   დეგენერატიული პროცესები საგრძნობლად დაიხევს უკან, თუ ნერვთა დაბოლოებების მოჭყლეტვას დროულად ავიცილებთ და გაუმჯობესდება ტროფიული გაცვლითი პროცესები ხერხემალში, რაც ხდება "სიმწვავის მოხსნის" პროგრამით ვარჯიშებისას.

   ხერხემლის "აქტიური" გაჭიმვა "სიმწვავის მოხსნის" პროგრამით ვარჯიშებისას ევმინოვის პროფილაქტორზე ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას და დისკოს შიდა წნევის შემცირებას, ხერხემლის სტრუქტურებში გაცვლითი პროცესების აღდგენას და თვით სტრუქტურების შემდგომ აღდგენას.